Coffee LAB • ყავის ლაბორატორია

Enjoy The Difference. ჩვენი მოწოდებაა მოვიტანოთ თქვენამდე საუკეთესო ხარისხის Specialty ყავა.

Coffee LAB • ყავის ლაბორატორია


ჩვენი მისიაა მოვიტანოთ თქვენამდე საუკეთესო ხარისხის Specialty ყავა ...

მსოფლიოში, რომელიც სავსეა კომერციული ყავის უზარმაზარი კომპანიებით, ჩვენ გამოვირჩევით როგორც პატარა სახალავი ფოკუსირებული ყველაზე გამორჩეული თვისებების მქონე Specialty ყავის აღმოჩენაზე, მის სწორ მოხალვაზე და მომზადებაზე.

Coffee LAB დაარსდა იმისთვის, რომ შექმნას „ტრადიციული“ ყავისგან სრულიად განსხვავებული, ალტერნატიული გემო და მის მომზადების და მოხმარების განსხვავებული კულტურა.

ყავის, როგორც ხილის არომატი ძალიან კომპლექსურია. ითვლება, რომ დღემდე სხვადასხვა ჯიშის ყავის მარცვალში აღმოჩენილია 1000-მდე არომატი: ზოგი ძალიან გემრიელი და ზოგი არც თუ ისე. სამწუხაროდ, ყავის „არც თუ ისე“ გემრიელი მარცვლის გემოს დასაფარად, ხშირად, ხდება მისი ზედმეტად მუქად მოხალვა და ამით ყავის ყველასთვის ნაცნობი, ერთგვაროვანი, უპრეტენზიო, მუქად მოხალული გემოს მიღება. რაც უფრო მუქად იხალება ყავა, მით უფრო ქრება მისი შინაგანი თვისებები და მით მეტად ჭარბობს მასში მწარე, დამწვარი, სუბსტანციის გემო კვამლის/ბოლის ნოტებით.

ჩვენი შემთხვევა სრულიად საპირისპიროა. ჩვენთვის უპირველესი და უკომპრომისოა ყავის მარცვლის შინაგანი თვისებები, შესაბამისად, მათი საუკეთესოდ გამოვლენის მიზნით ჩვენ ყავას ვხალავთ საშულო დონეზე. შედეგად ვღებულობთ უფრო ორგანულ, ცოცხალ, არომატულ, კომპლექსურ და დაბალანსებულ, თუმცა ზოგისთვის უჩვეულ გემოს.

ხანდახან ყავის, როგორც კომპლექსური ხილის ნამდვილ გემოსთან „დამეგობრება“ მოითხოვს რამოდენიმე ცდას ... თუმცა როგორც კი ამ ბარიერს წარმატებით გადალახავთ (და ეს გარდაუვალია), გარწმუნებთ, რომ თქვენც შემოუერთდებით ხარისხიანი ყავის მოყვარულების „ნაციას“ და ჩვენს მსგავსად გახდებით ამ კულტურის და რიტუალის ევანგელისტი.

სწორედ ამის მისაღწევად ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ აღმოვაჩინოთ, შევიძინოთ, მოვხალოთ და მოვამზადოთ საუკეთესო ხარისხის Specialty ყავა.

    Caffetteria, Ristorante

   
          Adatto ai gruppi
          Accetta prenotazioni
          Da asporto
          Prenotazione NON obbligatoria


   995 32 2505 405

   www.coffeelab.ge

      Pagina facebook

      Al. Kazbegi Ave #27, Tbilisi, Georgia

  Parcheggio interno, Parcheggio in strada

   
Lunedì
09:00-23:00
Martedì
09:00-23:00
Mercoledì
09:00-23:00
Giovedì
09:00-23:00
Venerdì
09:00-23:00
Sabato
09:00-23:00
Domenica
09:00-23:00



   
          


Lascia il tuo commento




"Trova il tuo ristorante, in un clic"