დელირია - Deliria

Cafe-Restaurant Deliria

დელირია - Deliria


რესტორანი „DELIRIA“, ეს არის ბათუმის ცენტრში, მშვიდ და პატარა ქუჩაზე განლაგებული ოჯახური ტიპის თემატური რესტორანი, რომელიც გამოირჩევა ბათუმში არსებული სხვა რესტორნებისაგან თავისი შინაარსით, დიზაინითა და მომსაურებით. ღია და გადახურული ვერანდა, ეზო, კოცონი, უძველესი ჭა, დარბაზები, კაბინეტი, ანტრესოლი-ერთმანეთისაგან განსხვავებული ფერები, დიზაინი და თემატურობა საერთო ჯამში მაინც ფარმონიულად ერწყმის ერთმანეთს და ეს ყველაფერი ქალქის ცენტრში. „DELIRIA“-ში განსხვავებული დიზაინის გამო ნებისმიერი გემოვნების ადამიანმა შეიძლება იპოვოს თავისი თავის ნაწილი, რომელსაც თან წაიღებს და რომელიც მას კვლავ უკან დააბრუნებს. აქ ტარდება ექსკურსია სახლისა და ოჯახის ისტორიის გარშემო. კედლებიდან საუკუნეზე მეტი ხნის ფოტოები წარსულიდან აწმყოში იყურებიან. „DELIRIA“ თავისი დიზაინითა და აქსესუარებით გვახსენებს ბათუმის ქალაქური ცხოვრების წარსულს, მის ელეგანტურობას და დახვეწილობას, რომელიც ევროპის ფასეულობებთან და ურთიერთობის სისპეტაკესთან ასოცირედება. აქ თითოეული ნივთი თვისი ისტორიით ცხოვრობს და თითოეულ მათგანში ბათუმის გული ძგერს. აქ გენიალობა მის უბრალოებაშია. აქ იმართება შემოქედებითი საღამოები, საქმიანი ადამიანები ერთმანეთს ხვდებიან. რესტორნის მიზანი სულის დანაყრებაა, თუმცა სამზარეულო მდიდარია ქართული თუ ევროპული კერძებით და ხარისხიანი ალკოჰოლური სასმელებით. სურნელოვანი ყავა, ჩაი, სახლში დამზადებული ლიმონათი, უგემრიელესი დესერტები, რომელიც აქვე ცხვება, ჩირი, ჩურჩხელა, ხილი, ნატურალური წვენი, ადგილობრივი თაფლი, ლუდი, ხორციანი და საფირმო კერძების მრავალფეროვნებასა და ხარისხზე მეპატრონე ზრუნავს. ეს ოჯახური ტიპის რესტორანია, რაც ყველა ნიუანსში იგრძნობა. ეზოში კოცონი და ცოცხალი მუსიკა ქალაქიდან გაუსვლელად სხვა სამყაროში გაგდებთ, გავიწყებთ ქალაქის მშფოთვარებასა და რუტინას. აქ ბათუმის მთავარი არტერია გადის, აქ ქალაქის გულისცემაა.„DELIRIA“ ის ის ადგილია, სადაც თავს როგორც საკუთარ სახლში, ისე გრძნობ. ხარ სტუმარიც და ამავდროულად მასპინძელიც. აქ ყოველთვის გელიან, აქ უყვართ, აქ გიყვართ, აქ შეპყრობილი ხართ სიყვარულით.

    Ristorante, Caffè

    Desayuno, Café, Cena, Bebidas, Almuerzo

   
          Adecuado para niños
          Mesas al aire libre
          Reservas
          Servicio de mesa
          La reserva NO es obligatoria


   +995 577 00 88 75

      Facebook

      Kazbegi Street 8, Batumi, Georgia

  Estacionamiento en la calle

   
Lunes
11:00-02:00
Martes
11:00-02:00
Miércoles
11:00-02:00
Jueves
11:00-02:00
Viernes
11:00-02:00
Sabado
11:00-02:00
Domingo
11:00-02:00



   
          


Deje su comentario




"Encuentra tu restaurante con un clic"