Sapore Freddo

Rating 5.0 (average of 62 opinions)

ნაყინის ამინდი სულ არის... <3




Sapore Freddo - ეს არის ნაყინის სახლი ქუთაისში. ჰო, ჩვენც გვიხარია, რომ როგორც იქნა ასეთი ადგილი გაჩნდა ჩვენს ქალაქში <3

Sapore Freddo-ში ნაყინის მოყვარულს შეგიძლია მოხერხებულად მოკალათდე და ნება-ნება, ფაფუკ განცხრომას მიეცე, ჩვენ არ გაგამხელთ <3 :) თუ ნაყინების არომატებით თავაშვებული ტკბობა სხვაგან გირჩევნია, მუყაოს ჭიქებით გატანის სერვისი შენს სამსახურშია!

ამ ფაფუკი სიამეების დასამზადებლად ინგრედიენტები იტალიიდან ჩამოდის და საბოლოო სახით ჩვენს კაფეში ხვდებიან რაფაელოს, კენკრის, ტირამისუს, ფისტას, შოკოლადის და სხვა ნაყინების სახელით ხვდებიან <3

უკიდურესი მსუნაგებისთვის, სხვა სასუსნავებიც გვაქვს: ტირამისუ, ბრაუნი, ჟელეს ტორტები, კრეპები, რულეტები, ტარტები და ბევრი სხვა გემრიელობა.

ცხადია, არც ძალიან მოშიებული ხალხი დაგვრჩენია უყურადღებოდ. მსუყე სალათები, რამდენიმე სახის პიცა, ტრადიციული ხაჭაპური და ლობიანი, ცხელი კერძები, ბურგერები, პასტა და სხვ.

ჩვენთან მოხვედრა მარტივზე მარტივია. პუშკინის ქუჩის ლუწი ნომრების მხარეს, 6-სა და 8 ნომერს შორის გურმანებისთვის საოცნებო ყურეა. სხვა ცდუნებებს შორის, მსუნაგი ნაყინის მაძიებლის თვალი უმალ შეამჩნევ ჩვენი კაფის იასამნისფერ წარწერებს და მტკიცე ნაბიჯებით შემოიჭრები გრილი არომატების სავანეში. რაც შემდეგ მოხდება მოხდება, ამის შესახებ თვითონაც დაწერ 💭

გელით დღეს, იმიტომ რომ "ნაყინის ამინდი სულ არის" და რისი გაკეთებაც დღეს შეგიძლია, ხვალისთვის არ უნდა გადადო <3


    Cafeteria, Ice Cream Shop, Bar

   995 598 27 27 68

      Facebook page

      საღარაძის ქ. 4, Kutaisi, Georgia

   
Monday
10:00-00:00
Tuesday
10:00-00:00
Wednesday
10:00-00:00
Thursday
10:00-00:00
Friday
10:00-00:00
Saturday
10:00-00:00
Sunday
10:00-00:00


Leave a comment


Other in the area



"Find your restaurant in one click"